სს ემბისი (მიკრო ბიზნეს კაპიტალი)
2020 წლის მთავარი გამოწვევის - Covid-19-ის გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ემბისიმ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც მომხმარებელთა და საზოგადოების მხარდაჭერის, ისე თანამშრომელთა გაძლიერებისა და დაცვის კუთხით.
პროექტი დაიწყო 2020 წლის მარტში და მიმდინარეა.
კომპანიამ პანდემიის პერიოდში ქალთა გაძლიერების მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები გადადგა: მრავალშვილიანი მეწარმე ქალისგან შეიძინა მისი დამზადებული 3000 ცალი პირბადე. დახმარება გაუწია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ გოგონას, რომლისთვისაც პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინა. კომპანია შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას.
თანამშრომლებმა შექმნეს ფონდი „სიკეთე გადამდებია“, საიდაც შემოსული თანხით 6 თვის განმავლობაში სოფლად მცხოვრებმა 10-მა მოზარდმა მიიღო ინტერნეტთან წვდომა დისტანციური სწავლისთვის; ასევე შეიძინეს აუცილებელი მედიკამენტები და გადასცეს 40-მდე ხანდაზმულს; ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „კათარზისს“, რომელიც მზა საკვებს აწვდის გაჭირვებულებს, 4 დღისთვის საკმარისი საკვების დაფინანსება გამოეყო.
პანდემიის პერიოდში არ შეჩერებულა მუშაობა პროექტზე „ფინანსური მრჩეველი“, რომელიც ქალ მეწარმეებს დაეხმარა.