სს "ლიბერთი ბანკი“

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა #ლიბერთიგულით პანდემიის პერიოდში დაიბადა და აპრილის თვიდან მის ფარგლებში არაერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა. პროგრამა წარმოადგენს მასშტაბურ კამპანიას, რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, საზოგადოების ყველაზე მეტად დაუცველი და ზრუნვამოკლებული სეგმენტის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ბანკი რამდენიმე წელია მთელი წლის განმავლობაში აფინანსებს ქვეყანაში რეგისტრირებული თითქმის ყველა მოხუცთა პანსიონისა და ბავშვთა სახლის კომუნალურ გადასახადებს. 

„ლიბერთი“ პანდემიის პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაერთო კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანკმა 52-ვე ობიექტის ბენეფიციარს, ტრადიციულ დახმარებაზე დამატებით, გადასცა პირველადი საჭიროების პროდუქტები, მედიკამენტები და სადეზინფექციო საშუალებები. მომარაგების დაგეგმვა მოხდა სოციალურ სააგენტოსთან ერთად. 

პროექტში „ლიბერთის“ თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართული. მათ ექვს რეგიონში: კახეთში, იმერეთში, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარასა და გურიაში ადგილობრივად შეიძინეს ყველა საჭირო ნივთი და საკუთარი სახსრებით დაურიგეს ბენეფიციარებს. 

„ლიბერთის“ მხარდაჭერა მხოლოდ კომუნალური ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება და მის პრიორიტეტს ამ სახლების ბინადრებზე რეგულარული ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირება წარმოადგენს.