სს "საქართველოს ბანკი“
პროექტი „COVID-19-ის პრევენცია“ დაიწყო COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად. ბანკმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საჭიროდ ჩათვალა წვლილი შეეტანა პანდემიასთან ბრძოლაში და მხარი დაეჭირა ჯანდაცვის სფეროსათვის. საქართველოში COVID-19-ის გავრცელება დაიწყო 2020 წლის თებერვლის ბოლოს და მაშინ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო პანდემიისთვის მომზადება.
ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შედეგად განისაზღვრა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საჭიროებები _ სასუნთქი აპარატების, PCR-ტესტების, პირბადეების და ხელთათმანების საჭირო რაოდენობა.
„საქართველოს ბანკმა“ ამ ნივთების შესაძენად თავად მოიძია მიმწოდებელი და თავადვე გაიღო ფინანსური ინვესტიცია. პროექტში ჩართული იყო „საქართველოს ბანკის“ 7 თანამშრომელი სხვადასხვა დეპარტამენტიდან. პროექტი განხორციელდა ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან პარტნიორობით.
პროექტის შედეგად, „საქართველოს ბანკმა“ ჯანდაცვის სამინისტროსთვის შეიძინა: 20 000 ლაბორატორიული Pჩღ-ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი, 60 000 სამედიცინო ხელთათმანი და 50 000 პირბადე და ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად მთლიანად გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს.