Ecohouse
კომპანია Ecohouse არის სამშენებლო კომპანია, რომელიც რამდენიმე წელია საქმიანობს საქართველოს ბაზარზე. Covid-19-ის პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში კომპანიამ, საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვის პარალელურად, რათა მაქსიმალურად დაცულ გარემოში გაგრძელებულიყო მუშაობა, გადაწყვიტა წვლილი შეეტანა ქვეყნის დასახმარებლად - აეწყო ე. წ. ცხელების ცენტრი და საჩუქრად გადაეცა იმ კლინიკისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
პროექტი დაიწყო 2020 წლის 16 აპრილს და 30 აპრილს დასრულდა.
პროექტი რამდენიმე ეტაპად დაიყო. პირველ ეტაპზე მოხდა იმ მოთხოვნების კვლევა, რისი გათვალისწინებაც საჭირო იყო ცენტრის ასაწყობად. მეორე ეტაპზე გამოიყო თანამშრომელთა ჯგუფი, ვინც უსასყიდლოდ იმუშავებდა აწყობის პროცესში და ტრანსპორტი _ ცენტრის გადასატანად. საბოლოოდ, კონსულტაციების გათვალისწინებით აეწყო ცხელების ცენტრი და კომპანიის ამწემ გადაიტანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეარჩიეს. ამ ცხელების ცენტრში უნდა მომხდარიყო პაციენტების ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების დროებითი განთავსება ტესტის პასუხის მიღებამდე, COVID-19-ით დაავადებული პაციენტის სხვა ვირუსის მატარებელი ან ჯანმრთელი ადამიანებისგან იზოლირებულად.