ეფეს საქართველო სს "ლომისი“
2020 წლის მარტიდან ფონდი „ნატახტარი“ სრულად გადაეწყო პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, რასაც მართავს „ეფეს საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი საქართველო“.
მარტიდან დღემდე „ეფეს საქართველომ“, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად, შეიძინა 40 000 ლარის ღირებულების სწრაფი ტესტი და მთავრობას გადასცა, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს გადასცა სადეზინფექციო ხსნარების მარაგი, ხოლო 50 000 ლარი გადარიცხა #STOPCOV ფონდში.
„ეფეს საქართველოს“ დირექტორებმა და მენეჯერებმა საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოავლინეს ჯგუფები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ძლიერი კომპანიის დახმარება. კომპანიის პროდუქცია გადაეცა თბილისის ყველა კოვიდ-სასტუმროში კარანტინში მყოფ ადამიანებს. პროდუქცია ასევე დაურიგდათ ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს, მთავრობის ცხელი ხაზის-144-ის ცენტრის თანამშრომლებსა და ექიმებს, ჯამში, 5000-მდე ადამიანს.
ფონდი „ნატახტარის“ ბენეფიციარებს „ეფეს საქართველო“ მედიკამენტებითა და ონლაინსწავლებისთვის საჭირო რესურსებით ამარაგებს, პანდემიის პერიოდში უმუშევარ ბენეფიციარებს ფონდი ფინანსურადაც ეხმარება. „ეფეს საქართველო“ როგორც ფინანსურად, ისე სამედიცინო საშუალებებით დაეხმარა სამთავრობო და ჯანდაცვის სექტორის უწყებებს.