"თიბისი დაზღვევა“
„თიბისი დაზღვევამ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის - „თიბისი შენთვის“ - ფარგლებში შექმნა სპეციალური ფონდი კოვიდთან მებრძოლი იმ მედპერსონალის დასახმარებლად, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულებს უშუალოდ მკურნალობდა და პაციენტებთან მჭიდრო კავშირის გამო თავადაც ინფიცირების საფრთხის წინაშე იყო.
პროექტში ჩართული „თიბისი დაზღვევის“ თანამშრომლების ძირითადი მოვალეობა იყო კოვიდინფიცირებული მედპერსონალის იდენტიფიცირება და მათთვის თანხების გამოყოფა. ასევე - გამოყოფილი თანხების დროული გადაცემა და აღრიცხვა.
პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მთელ სამედიცინო პერსონალს (ექიმები, ექთნები, სანიტრები), ვინც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაინფიცირდა კოვიდით, გადაეცა 4.000 ლარამდე თანხა. პროგრამით ისარგებლა 90-მდე მედპერსონალმა. ჯამში, ანაზღაურების სახით, გაიცა 300.000 ლარზე მეტი.