ევროპაბეთი - responsible.ge
პროექტის მიზანია Covid-19-თან მებრძოლი სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მათ უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას. პროექტი დაიწყო 2020 წლის 8 ივლისს „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით და გაგრძელდება საჭიროების მიხედვით.
2020 წლის დასაწყისში „ევროპაბეთმა“, პასუხისმგებელი თამაშის პოლიტიკის (Responsible.ge) ეგიდით, ერთ-ერთ აქტივობად გამოაცხადა „უფასო ფსიქოლოგიური კურსები ლუდომანებისთვის“, რომელსაც ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ „მენტალ ჰაბთან“ პარტნიორობით განახორციელებდა. კურსების დაწყება დაემთხვა ქვეყანაში პანდემიის დაწყებას და კომპანიამ ამ მომსახურებას სამედიცინო პერსონალის უფასო ფსიქოლოგიური კურსებიც დაამატა, რადგან ჩოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ექიმების, ექთნებისა და სხვა სამედიცინო პერსონალისათვის მენტალური ჯანმრთელობა ერთ-ერთი მთავარი საჭიროება აღმოჩნდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსთან ბრძოლაში სტრესთან გამკლავება მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. „მენტალ ჰაბის“ ფსიქოთერაპევტები ზაფხულიდან მოყოლებული უფასო სეანსებს უტარებენ სამედიცინო პერსონალს, ყველას, ვინც ამ შეთავაზებით სარგებლობა გადაწყვიტა.
პროექტში ჩართულია 3 ფსიქიატრი და 5 ფსიქოთერაპევტი. ამ დრომდე პროექტს ჯამში ჰყავდა 15-მდე მონაწილე, ჩატარდა ფსიქოთერაპიის 300 საათი. პერსონალის უმეტესობა კვლავ განაგრძობს თერაპიის კურსებს. მიმართვიანობის გაზრდის შემთხვევაში, გაიზრდება პროექტში ჩართული თერაპევტების რაოდენობაც.