"ტერაბანკი“

საზაფხულო კამპანია „მივდივართ საქართველოში“, რომელიც 22 ივლისიდან 10 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, შიდა ტურიზმის მხარდაჭერასა და საქართველოს რეგიონების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. „მივდივართ საქართველოში“ იყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ინიციატივა, რომელიც, ტერაგიდების თავგადასავლებით სავსე გზის გავლით, ქვეყნის ოთხი რეგიონის _ რაჭის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს უცნობ ადგილებსა თუ ღირსშესანიშნაობებზე მოგვითხრობდა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა მარშრუტების რუკები _ ერთგვარი გზამკვლევი საქართველოს გამორჩეული კუთხეების აღმოსაჩენად. რაც მთავარია, ნებისმიერ მსურველს შეეძლო გამხდარიყო სხვისი გიდი, შეექმნა და გაეზიარებინა საკუთარი მარშრუტი და ეპოვა ქვეყნის ტურისტული ღირსშესანიშნაობები. 

პროექტის    პოპულარიზაციასა  და წარმოჩენაში     „ტერაბანკს“ პარტნიორობას უწევდა სარეკლამო სააგენტო „ვოთერგანზი“, რომელმაც კრეატიულ ნაწილსა და ვიდეოების სერიის შექმნაზე იმუშავა. პროექტის განხორციელების პროცესში ასევე იყვნენ ჩართული „ტერაბანკის“ თანამშრომლებიც. 

შედეგად, 2020 წლის ინიციატივამ საზოგადოებას საქართველოს, ერთი შეხედვით, თითქოს კარგად ნაცნობი ადგილები ახლიდან აღმოაჩენინა, ბევრს საკუთარ სამშობლოში, როგორც საზღვარგარეთ მოგზაურობის განცდა შეუქმნა და „ტერაბანკის“ კორპორაციული სოციალური ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. სოციალურ ქსელში 17 ვიდეორგოლი განთავსდა და საინტერესო კონტენტმა საზოგადოების მაღალი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.