სს "ფუდმარტი“, Spar-ის წარმომადგენელი საქართველოში
სს „ფუდმარტი“ საქართველოში „სპარის“ სავაჭრო ნიშნის გამოყენების ექსკლუზიური მფლობელია. Covid-19-ის პირველმა ტალღამ ჩვენს ქვეყანაზე სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური გავლენა იქონია. „ფუდმარტი“ პირველივე დღეებიდან აცნობიერებდა უდიდეს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, კომპანია პირველი და ერთადერთია, რომელმაც გამოიჩინა ინიციატივა და დახმარება გაუწია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენილ მოქალაქეებს, რომლებიც დაგეგმილი საერთაშორისო ფრენების გაუქმების გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყანაში დაბრუნებას და საჭიროებდნენ მყისიერ დახმარებას. პროექტსაც სიმბოლურად ეწოდა „უ-საზღვრო მხარდაჭერა Spar-ისაგან“.
პროექტი დაიწო 2020 წლის 20 მარტს, იმ დროს, როდესაც პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და შეწყდა ავიამიმოსვლა. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა 2 თვეს და დასრულდა 2020 წლის 25 მაისს.
პროექტის ფარგლებში სს „ფუდმარტმა“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოახდინა ბენეფიციარების იდენტიფიცირება და მათი ადგილსამყოფელის დადგენა. შედეგად, სს „ფუდმარტმა“ 50 000 ევროზე მეტი ღირებულების სასურსათო ვაუჩერი გამოყო ევროპის 20-მდე ქვეყანაში მყოფ საქართველოს 2000-ზე მეტი მოქალაქისათვის. პროექტის განხორციელება მოხდა Spar International-ის ხელშეწყობით, რომელმაც მყისიერად უზრუნველყო ევროპის შესაბამის ქვეყნებში, Spar-ის ქსელში, ვაუჩერების ორგანიზება.