სს "ლიბერთი ბანკი“
ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება, განსაკუთრებით კი, უფროს თაობაზე ზრუნვა, „ლიბერთის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მუდმივი პრიორიტეტია და ამდენად, „ლიბერთი ბანკმა“ პანდემიის დასაწყისშივე შექმნა სპეციალური პროექტები, რომლებიც 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი ონლაინსივრცეში.
ეს პროექტები მოიცავდა კომპიუტერის შესწავლის სრულიად უფასო კურსებს, გამაჯანსაღებელ-სპორტულ, კულინარიულ, გასართობ და გასახალისებელ აქტივობებს. მათი ყოველკვირეული გრაფიკი წინასწარ იყო განსაზღვრული. „ლიბერთის“ ეს კურსები ერთგვარი მხარდაჭერა იყო ქვეყანაში დაწყებული კამპანიისა – ,,დარჩი სახლში“. პირველი ვიდეო გავიდა ფეისბუკის ონლაინგვერდზე „ჩემი ლიბერთი“, რომელიც სწორედ „ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებისთვის შეიქმნა.
პროექტი, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე მოწვეული ლექტორები, სტუმრები და მეგობრები 2020 წლის ივნისის ბოლომდე გაგრძელდა. შედეგად, CSR-ის ფეისბუკგვერდის ერთგულ მომხმარებელს შეუმსუბუქდა სახლში იზოლაციის პირობები. ვიდეოგაკვეთილებს ფეისბუქზე 5 მილიონამდე ნახვა ჰქონდა. მომხმარებლებები აქტიურად იყვნენ ჩართული ყოველდღიური კომენტარებით. ვიდეოები ახლაც განთავსებულია სოციალურ ქსელში და ნებისმიერ დროს შეიძლება ამ გაკვეთილების ხელახლა ყურება.