"ჰილტონ ბათუმი“
პანდემიის პირველი ტალღის დროს „ჰილტონ ბათუმმა“ გადაწყვიტა აეღო სოციალური პასუხისმგებლობა და დახმარებოდა ხანდაზმულებს, პენსიონერებს, სოციალურად მოწყვლად ადამიანებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. პროგრამა, სახელწოდებით „Travel With Purpose“, დაიწყო მარტში და ორი თვე მიმდინარეობდა. პროგრამა განხორციელდა ადგილობრივ მთავრობასთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამინისტროსთან, რეგიონულ ახალგაზრდულ ცენტრთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან პარტნიორობის საფუძველზე.
„ჰილტონ ბათუმმა“ წითელ ჯვარს გადასცა 4000 კგ. საკვები და სასმელი პროდუქტები, დაეხმარა პირველადი მომხმარების საგნებისგან შემდგარი ამანათების მომზადებისა და მათი აჭარის რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის დარიგების საქმეს, რომელიც ახალგაზრდა მოხალისეების მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში „ჰილტონ ბათუმი“ სულ 200 ოჯახს დაეხმარა. წითელი ჯვრის მოხალისეებს და ბათუმსა და თბილისში „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ პანდემიასთან მებრძოლ მუშაკებს გადაეცათ სასტუმროს ვაუჩერები. წითელი ჯვრის მოხალისეებს ჩაუტარდათ სპეციალური ონლაინსემინარი გასაუბრებისათვის მომზადებისა და CV-ის შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე.