"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ“
„საზოგადოების მხარდაჭერა კარანტინის პირობებში“ მიზნად ისახავდა პანდემიის დროს რამდენიმე სეგმენტის დახმარებას. პროექტმა მოიცვა მოწყვლადი ჯგუფები და ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ პანდემიის წინააღმდეგ.
პროექტი დაიწყო 2020 წლის მარტში და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდა. ინიციატივის განხორციელებაში ჩართული იყვნენ კომპანიის თანამშრომლები და მენეჯმენტი.
პროექტი 3 ძირითადი მიმართულებით განვითარდა: საქართველოს ბიზნესასოციაციის მეშვეობით ფინანსური დახმარება, 200.000 ლარის მოცულობით, გადაეცა #STOPCOV ფონდს, რომელიც განსაზღვრავდა იმ მომენტისთვის ყველაზე კრიტიკულ საჭიროებებს. უშუალოდ „სოკარის“ ხელმძღვანელობისა და მენეჯმენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1,000 ოჯახს დაურიგდა ყუთები საკვები პროდუქტებითა და სხვა საჭირო ნივთებით. 6 თვის განმავლობაში „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურზე არსებული „ვეიმარტის“ მარკეტები ყავით სრულიად უფასოდ უმასპინძლდებოდა პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მუშაკებს, რათა გამოეხატა მადლიერება, სოლიდარობა და მხარდაჭერა იმ პროფესიის ადამინების მიმართ, ვინც იბრძოდა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.