სს "არდი დაზღვევა“
პროექტში „საზოგადოების მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში“ „არდი დაზღვევამ“ გამოყო რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება _ თანამშრომლების უსაფრთხოება და სამუშაო პირობები, დაზღვეულებისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურების შენარჩუნება, დანარჩენ საზოგადოებასა და ექიმებსა თუ სამედიცინო პერსონალზე ზრუნვა.
პროექტის შედეგად, 515 თანამშრომლიდან 300-მდე თანამშრომელი დღემდე იმყოფება დისტანციური მუშაობის რეჟიმში, მაგრამ ეს არ მოქმედებს კომპანიის მუშაობის ჩვეულ ხარისხზე. ARDI Campus-ის ბაზაზე ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი შიდა ტრენინგი, განხორციელდა პირველი ელექტრონული ტესტირება კომპანიის თანამშრომლების 80%-ის პროდუქტების და სტანდარტების ცოდნის მიმართულებით. გამარტივებული ელექტრონული სერვისებით სარგებლობს „არდის“ 60,000-მდე დაზღვეული. „არდის“ კეთილი ნების აქციის _ გრიპის საწინააღმდეგო მასშტაბური ვაქცინაციის _ ფარგლებში აიცრა და ზამთრის სეზონს მომზადებული შეხვდა 10,000-მდე დაზღვეული. შემოსავლის გარეშე დარჩენილი 100-მდე ასაკოვანი პირი გაზაფხულის ლოკდაუნის პერიოდში არამალფუჭებადი სურსათის კალათებით მოამარაგეს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის 100-მდე თანამშრომელმა და მათი ოჯახების წევრებმა 2020 წლის მანძილზე ჯანმრთელობის დაზღვევის 100,000 ლარის ღირებულების მომსახურება უფასოდ მიიღეს.