შპს "დუთი ფრი ჯორჯია“
2020 წლის მაისში კომპანია „დუთი ფრი ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის მასშტაბით დახმარებოდა ყველა იმ ოჯახს, რომელსაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა.
პროექტისთვის კომპანიამ დაამტკიცა ბიუჯეტი 200 000 ლარის ოდენობით. სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან კონსულტაციის შემდეგ დახმარება ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის ფარგლებში კომპანიამ საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების შესაძენად აფთიაქის ვაუჩერები გადასცა თბილისის მერიას 1527 ოჯახისათვის. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს პირადად ესწრებოდნენ ქალაქის მერიის წარმომადგენლები. შერჩეულ ბენეფიციარებს, ასაკოვან პირებს, რამდენადაც პანდემიის გამო შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილების უფლება, თბილისის მერიის დატრენინგებულმა მოხალისეებმა გადასცეს საკვები, პირველადი საჭიროების ნივთები და სააფთიაქო ვაუჩერები.
პროექტის მეორე ნაწილი განხორციელდა შიდა ქართლის რეგიონში და გამყოფ ხაზთან, გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ 473 სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ.