"იუაი“
კომპანია „იუაის“ მიერ განხორციელებული პროექტის მიზანი ახალგაზრდობის გაძლიერებაა და ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე მიმართულებაა არჩეული: ქალთა გაძლიერება, სტუდენტების ხელშეწყობა, სწავლება და დასაქმება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
პროექტი დაიწყო 2020 წლის იანვარში და მიმდინარეა.
კომპანიამ, გენდერულ თანასწორობაში წვლილის შეტანის მიზნით, რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდთან თანამშრომლობით, რეგიონებში მცხოვრებ 35 სტუდენტ გოგონას სრულად დაუფინანსდა უნივერსიტეტში სწავლა. ქალთა გაძლიერების ხელშესაწყობად 2020 წელს კომპანიაში სტუდენტი გოგონებისათვის კორპორაციული ფინანსების სალექციო კურსი დაიგეგმა. პროექტის ფარგლებში ლექციებს ესწრებოდა მე-2, მე-3 და მე-4 კურსელი 30-ზე მეტი სტუდენტი.
2020 წელს, პანდემიის პირობებშიც, კომპანიამ დისტანციურად ჩაუტარა პროფესიული ტრენინგი 50-მდე სტუდენტს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით დაასაქმა კომპანიის სხვადასხვა განყოფილებაში. დასაქმებულ სტუდენტებს ხელი მიუწვდებათ EY-ის ტრენინგების ყველა პლატფორმაზე უფასოდ. მათ შესაძლებლობა აქვთ გაიარონ როგორც პროფესიული, ისე უცხო ენებისა და სხვა არაპროფესიული კურსები. სტაჟიორებს საშუალება აქვთ მუშაობა კომპანიაში გააგრძელონ.
რეგიონული გაძლიერების სტრატეგიაზე მუშაობა კომპანიამ 2018 წლიდან დაიწყო, რაც გულისხმობს რეგიონებში წარმატებული სტუდენტების დედაქალაქში დასაქმებას. ეს მიმართულება პანდემიის პერიოდშიც არ შეჩერებულა. სტუდენტებს საერთაშორისო სერტიფიცირების დაფინანსების მოპოვების და კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა აქვთ. პროექტის ფარგლებში 2 კურსდამთავრებულია დასაქმებული.