შპს "ანაგი“

კომპანია „ანაგისთვის“ უმნიშვნელოვანესია საზოგადოების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა. კორონავირუსის პირველი შემთხვევების დადასტურებისთანავე შპს „ანაგის“ ქმედებების მიზანი გახდა ქვეყნის დახმარება, რათა დროულად მოხდეს კორონავირუსის დამარცხება, ჰქონდეს საკმაო ფინანსური რესურსი ვირუსთან საბრძოლველად და ასევე, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლას. 

მიზნის განსახორციელებლად პროექტი 2020 წლის მარტში დაიწყო და იგეგემება გაგრძელდეს პანდემიის დასრულებამდე. 

შპს „ანაგმა“ 300 000 ლარი გადარიცხა შტოპჩოვ ფონდში, ასევე 55 000 ლარი გამოუყო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. 50 000 ლარი გამოიყო სწრაფი ტესტების შესაძენად. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული აქციის ფარგლებში, მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეების საკვებითა და პირველადი დანიშნულების ჰიგიენური პროდუქტებით უზრუნველსაყოფად, გამოიყო 55 000 ლარი, რომლის საშუალებითაც ადრესატებს პირველ ეტაპზე გადაეცათ 1000 ცალი სანობათე ყუთი, ხოლო მოგვიანებით, დამატებითი 30 000 ლარის გამოყოფით _ 500 სანობათე ყუთი. ეს პროექტი დღემდე მიმდინარეობს და ანაგიც აქტიურადაა ჩართული მასში. დამატებით სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობისათვის შპს „ანაგმა“ 40 000 ლარი გამოყო.