შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია“
„საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ საცალო ლიზინგის ბრენდმა „ტურბომ“ გადაწყვიტა სხვადასხვა საავადმყოფოს თანამშრომლებს დახმარებოდა მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფით და ამით შეემსუბუქებინა საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული დაძაბულობა.
პროექტი დაიწყო აპრილში. კომპანიამ მოამზადა (მოაწესრიგა და დაბრენდა) 6 სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საუკეთესი მდგომარეობაში იმყოფებოდა და გამოირჩეოდა საწვავის ეკონომიურად მოხმარებით. ყველა ავტომობილი დააზღვიეს შესაბამისი (სრული) სადაზღვევო პაკეტით და საწვავით უზრუნველყვეს. ეს ავტომობილები გადაეცა თბილისის ორ უმსხვილეს საავადმყოფოს.
პროექტის განხორციელების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები საავადმყოფოების განკარგულებაში იყო. ბენეფიციარები აღნიშნულ 6 ავტომანქანას იყენებდნენ სამედიცინო თანამშრომლების ტრანსპორტირების მიზნით იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა. პროექტი 1,5 თვე გაგრძელდა და ბენეფიციარებისგან უაღრესად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. შესაბამისად, კომპანიას მიაჩნია, რომ პროექტის საშუალებით მან დახმარების ხელი გაუწოდა სამედიცინო პერსონალს, რომელთა ტრანსპორტირებაც საავადმყოფოების ფუნქციონირებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.