home banner new - GEO NEW

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების ყოველწლიურ კონკურსს – საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora.

Meliora ლათინური სიტყვაა და „საუკეთესოს“ ნიშნავს; შესაბამისად, კონკურსი Meliora ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შესანიშნავ, შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო.

კონკურსი ტარდება მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნესპლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, რაც მას საქართველოს მასშტაბით კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ინიციატივის სტატუსს ანიჭებს.

გვჯერა, რომ კონკურსი Meliora მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება მნიშვნელოვანი ცვლილებების, ბიზნესის წარმატების და კორპორაციული პასუხისმგებლობის შთაგონების წყარო.

 

იხილეთ საინფორმაციო ლიფლეტი

Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
previous arrow
next arrow
ArrowArrow
Slider

სიახლეები

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება, კონკურსის 11 კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში 41 კომპანია განხორციელებული 76 პროექტით მონაწილეობს

იხილეთ კონკურსის მონაწილე კომპანიათა ჩამონათვალი

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში Meliora 2018 განაცხადების მიღება დასრულებულია

კონკურსში 41 ბიზნეს კომპანია 76 პროექტით მონაწილეობს

პარტნიორები


© 2018 all rights reserved by CSRDG