კომპანია „თეგეთა“ -ს განცნობიერებული აქვს მისი საქმიანობის გავლენა გარემოზე, რაც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ენერგიის მოხმარებას, ნარჩენების წარმოქმნას, ჰაერისა და წყლის დაბინძურებას, პროდუქციისა და სერვისების ზეგავლენას გარემოზე და ა.შ. „თეგეტა“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია წარუდგინა საზოგადოებას.
საქართველოში პლასტმასის ნარჩენების მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად „პოლივიმი“ კომპლექსურ ინიციატივას ახორციელებს. 2020 წელს დაწყებული პროექტი ფოკუსირებული იყო პოლიეთილენ ტერეფტალატის (PET) გადამუშავებაზე, ხოლო 2023 წელს ნარჩენების უფრო ფართო სპექტრის დაფარვის მიზნით გაფართოვდა და პოლიპროპილენისა (PP) და პოლიეთილენის (PE) გადამუშავებაც მოიცვა.
2008 წლიდან ცდილობს „EFES საქართველო“ მნიშვნელოვნად შეამციროს გარემოზე ზემოქმედება მდგრადი განვითარების კომპლექსური სტრატეგიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ემისიების მუდმივ მონიტორინგს, რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ეკომეგობრული პრაქტიკის დანერგვას საქმიანობის ყველა სფეროში.
მსოფლიოში, მოსახლეობის ზრდასა და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიებასა და სრულად ათვისებას. „Green energy“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც 2017 წლიდან მზის ელექტროსადგურების პროექტირება და მონტაჟი დაიწყო.
„ბაქსვუდის სკოლა“ აღიარებს, რომ გარემოს დეგრადაციის და მდგრადი საქმიანობის შესახებ ცოდნის ნაკლებობის პრობლემები დაუყოვნებლივ მოითხოვს ყურადღებას. სკოლის მიზანია ებრძოლოს ნარჩენების ჭარბ წარმოქმნას, ენერგიის და წყლის ჭარბ მოხმარებას მდგრადობის კომპლექსური ღონისძიებების მეშვეობით და მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლებით.
ტექინსპექტირების რეფორმა თავისთავად მოიაზრებს გარემოზე ზრუნვას. „გრინვეი საქართველო“ ტექინსპექტირების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს ეკომეგობრული პროდუქტებისა და პროცედურების დანერგვასა და პოპულარიზაციაზე.
„ირაომ“ 3 წლის წინ დაიწყო პროექტი „დაიცავი, გადაამუშავე, გადაარჩინე!“ , რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას – გარემოს დაცვას ემსახურება. პროექტი კომპანიის გრძელვადიანი CSR სტრატეგიის ნაწილია და მისი მიზანია გარემოსდაცვითი ქცევის შეცვლა და ცნობიერების ამაღლება, მწვანე ოფისის შექმნა, ნარჩენების სწორი მართვა.
2023 წლის ზაფხულში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა განსაკუთრებით დამანგრეველმა სტიქიურმა მოვლენებმა საქართველოში მოქალაქეები კიდევ ერთხელ დააფიქრა და აქტიური მოქმედებისკენ უბიძგა.
პლასტმასის წარმოება მთელ მსოფლიოში სტაბილურად იზრდება. A.P. Moller – Maersk ჯგუფმა მიზნად დაისახა საქმიანობის პროცესში მინიმუმამდე დაიყვანოს არასაჭირო პლასტმასის გამოყენება. ამ სტრატეგიის ფარგლებში „ეიპიემ ტერმინალსი“ პროაქტიულად ცდილობს შეამციროს პლასტმასის ნარჩენები და ხელი შეუწყოს კორპორაციულ მდგრადობას.
2023 წლის აგვისტოში დაწყებული დეკარბონიზაციის და „სანდორას“ ლოკალიზაციის ინიციატივა მიზნად ისახავს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე „სანდორას“ ბრენდის საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
მოდური სამოსის წარმოების ნარჩენების შემცირების ინიციატივები სულ უფრო ძლიერდება მსოფლიო მასშტაბით და ამის მიზეზი ისაა, რომ პლანეტაზე მავნე ზემოქმედების მხრივ მოდის ინდუსტრია რიგით მეორე ადგილზეა.
თეგეტა ჰოლდინგი“ გარემოზე ზრუნვის მიზნით, საერთაშორისო სტანდარტის ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურული პროექტებით, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.
ცნობილია, რომ პლასტმასის ნარჩენები გამორჩეულად საზიანოა გარემოსთვის. ბუნებაში მოხვედრილი პლასტმასის ნივთის დაშლას ასობით წელი სჭირდება, დაშლის პროცესში გამოიყოფა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ტოქსიკურ აირები – მეთანი და ეთანი, რაც ასევე აზიანებს ატმოსფეროს, ნიადაგსა და წყალს.
დედამიწის მსოფლიო დღეს, 22 აპრილს, თიბისი ყოველწლიურად ახალი ინიციატივით აღნიშნავს. 2023 წელს გადაწყდა, რომ წლის თემა იქნებოდა პლასტმასის ნარჩენების შემცირება და მისი გადამუშავება, რითაც წახალისდებოდა ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვა და ამ მხრივ თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება.
დაარსების დღიდან „ფუნდუკი“ მოწოდებულია აწარმოოს მაღალხარისხიანი, ეკომეგობრული პროდუქცია, რომელიც შეავსებს საქართველოს მდგრადი დიზაინის ბაზარზე არსებულ დეფიციტს. „ფუნდუკმა“ საქმიანობა ხრახნებისა და ლურსმნების გარეშე დამზადებული ავეჯით დაიწყო, შემდეგ დიზაინერული ტანსაცმლის უნარჩენო წარმოებაზე გადავიდა და მწვანე წარმოების სრულიად ახალი სტანდარტები დააწესა.
2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის დეკემბრამდე სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა“ განახორციელა მდგრადობის კომპლექსური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოზე ზემოქმედების მნიშვნელოვნად შემცირებას.