ვინტილატორი

მოდური სამოსის წარმოების ნარჩენების შემცირების ინიციატივები სულ უფრო ძლიერდება მსოფლიო მასშტაბით და ამის მიზეზი ისაა, რომ პლანეტაზე მავნე ზემოქმედების მხრივ მოდის ინდუსტრია რიგით მეორე ადგილზეა. 2023 წელს „ვინტილატორის“ წამოწყებული „შეკეთებული კოლექციების“ ინიციატივის მიზანია გაუმკლავდეს საქართველოს მოდის ინდუსტრიაში ცირკულარობის მწვავე ნაკლებობას, რომელიც გამოწვეულია საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობით და არასაკმარისი ჩართულობით მდგრად პრაქტიკაში – ძველი ტანსაცმლის უსასყიდლოდ გაღებასა და გადამუშავებაში. შესაბამისად, ინიციატივის სამი მთავარი ამოცანაა მდგრადი განვითარების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობისგან არასაჭირო ნივთების შეგროვება და მათი ხელახალი გამოყენება ან გადამუშავება.

პროექტში „ვინტილატორის“ გამოყენებული კომპლექსური მიდგომა მოიცავს სატელევიზიო შოუს, თემატური სემინარების და ღონისძიებების ორგანიზებას, ბაზრობებზე ტანსაცმლის შეკეთების ზონების მოწყობას; მეორადი მოხმარებისა და გამოყენებისთვის ტანსაცმლის ჩაბარების წახალისებას, საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას, B2B პარტნიორობების დამყარებას. „ვინტილატორის“ დამფუძნებელი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა წარმომავლობისა და ასაკობრივ ჯგუფებზე მორგებულ საგანმანათლებლო სემინარებს.

ინიციატივის შედეგად უკვე მოხერხდა ტანსაცმლის 150-ზე მეტი ერთეულის, ავეჯის 35 ერთეულისა და 30 საყოფაცხოვრებო ნივთის ხელახალი გამოყენება.

სამომავლოდ, ვინტილატორი გეგმავს ათმაგად გაზარდოს „შეკეთებული კოლექციები“, გახსნას ლიცენზირებული „შეკეთების კაფე“ და გააძლიეროს საზოგადოებასთან კომუნიკაცია გამოყოფილი ვებგვერდის მეშვეობით. დაგეგმილია მეტი სემინარის ჩატარება, ადგილობრივ დიზაინერებთან თანამშრომლობა და მათი წარმოების გაზრდა. საერთო ჯამში, „ვინტილატორის“ ხედვაა მწვანე მომავლის მძლავრი მოძრაობა, რომელიც გააერთიანებს პროექტის სხვადასხვა ელემენტს და ხელს შეუწყობს ტექსტილისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ცირკულარობის, მდგრადი და მწვანე პროდუქციის განვითარების და პასუხისმგებელი შესყიდვების პოპულარიზაციას.

„ვინტილატორი“ გარემოსდაცვითი და მწვანე ინიციატივების ერთგულია. კომპანია ხელს უწყობს პასუხისმგებელი სტარტაპების დაფუძნებას, რეგულარულად სტუმრობს მდგრადი და პასუხისმგებელი მოდის ფესტივალებს, ავრცელებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის განკუთვნილ მწვანე გზავნილებს და სთავაზობს პრო-ბონო მენტორობას მწვანე მეწარმეებსა და მეწარმე ქალებს.