გრინვეი საქართველო
ტექინსპექტირების რეფორმა თავისთავად მოიაზრებს გარემოზე ზრუნვას. „გრინვეი საქართველო“ ტექინსპექტირების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს ეკომეგობრული პროდუქტებისა და პროცედურების დანერგვასა და პოპულარიზაციაზე.
ყოველწლიურად „გრინვეის“ ფილიალებში ინპსექტირების საბუთისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ქაღალდის ფურცელი გაიცემოდა.
„უფურცლობის პროექტი“ „გრინვეის“ მორიგი ინოვაციური და ეკომეგობრული პროექტია, რომელიც ტექინსპექტირების ფურცლის „გაქრობის“ და მისი სმს-საბუთით ჩანაცვლების იდეას ემსახურება. პროექტის მიზანია ფურცლის გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა და ამით – გარემოზე ზემოქმედების შემცირება.
პროექტი 2023 წლის 20 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. კრეატიულ სააგენტო „მავერიკთან“ თანამშრომლობით „უფურცლობის პროექტის“ იდეის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია მარტივად, სახალისოდ მოხდა და მომხმარებლები მალევე შეეჩვივნენ იმას, რომ „გრინვეის“ სმს ნამდვილად არის ტექინსპექტირების გავლის დამადასტურებელი საბუთი.
მხოლოდ ამ ცვლილებით წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ქაღალდის ფურცლის დაბეჭდვაზე ითქვა უარი. დღეის მდგომარეობით, კომპანიის სერვისცენტრებში ფურცლის მოხმარება 74%-ითაა შემცირებული, მომდევნო წლებში კი დაგეგმილია ამ მაჩვენებლის 85%-მდე გაზრდა.
პროექტის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ საოპერაციო, ლოჯისტიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით სამუშაო პროცესი ბევრად ხარჯთეფექტური გახდა (გაუქმდა პრინტერის, ფურცლის და კარტრიჯის მიწოდება/მომსახურების დანახარჯები, შესაბამისად, საგრძნობლად შემცირდა ქაღალდისა და ნავთობპროდუქტების მოხმარება).
„გრინვეის“ ყველა ინიციატივა ორ მთავარ ღირებულებას ემსახურება – მომხმარებლის კომფორტს და გარემოზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ მონაწილეობს კომპანია აქტიურად გარემოს დაცვის მიმართულების ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა „დღე ავტომობილის გარეშე“, „მწვანე მომხმარებლის დღე“, „დასუფთავების მსოფლიო დღე“ და სხვა.