თეგეტა ჰოლდინგი

თეგეტა ჰოლდინგი გარემოზე ზრუნვის მიზნით, საერთაშორისო სტანდარტის ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურული პროექტებით, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. ამისათვის 2023 წელს გაიხსნა „თეგეტასა“ და  „ვოლვო ქარ საქართველოს“  სერვისცენტრები – ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი, რომელიც დღეს გარემოში არსებულ არაერთ გამოწვევას და პრობლემას პასუხობს, კერძოდ:

  • კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო 762 ერთეული მზის პანელი (627 – „თეგეტასა“ და „ვოლვოს“ ცენტრების სახურავზე, ხოლო 135 – პარკინგზე), ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე სანათები მზის პანელით, ობიექტზე განთავსდა 5 ცალი ელექტროდამტენი.  პროექტი განხორციელდა USAID-თან პარტნიორობით.
  • „თეგეტას“ შენობებში გამოყენებულია ენერგოეფექტური და რესურსეფექტური სამშენებლო მასალები და მიდგომები.
  • ობიექტზე დაინერგა ნარჩენების სეპარირებული შეგროვება. პროცესის დაგეგმვა შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე კომპანიებთან პარტნიორობით განხორციელდა. ეს კომპანიებია: „გრინ პლანეტი“ („თეგეტას“ შვილობილი კომპანია);  „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“, „შპს ბლექ სი ვეისტ მენეჯმენტი“ და სხვ.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად კომპლექსში  მოხმარებული ელექტროენერგიის 75% მზის პანელების გამომუშავებულია, ულტრათანამედროვე წყლის გაფილტვრის სისტემის მეშვეობით წლიურად მოსახმარი წყლის რესურსის 60%-ის დაზოგვა ხდება. არაერთი ტექნიკური თუ პროცესული სიახლის დანერგვის შედეგად 50%-ით შემცირდა სერვისის დრო.

გარდა ენერგოეფექტური მშენებლობებისა, „თეგეტა“ გარემოს დაცვის მიზნით ახორციელებს არაერთ პროექტს შემდეგი მიმართულებებით:

  1. მდგრადი სატრანსპორტო გადაწყვეტა ნულოვანი ემისიების მისაღწევად
  2. ნარჩენების მართვა
  3. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

„თეგეტა ჰოლდინგი“ მომავალშიც გეგმავს მიჰყვეს წლების წინ არჩეულ გზას და წინასწარ განსაზღვრული, ჯანსაღი და მწვანე მიდგომებით აპირებს შექმნას უკეთესი და მდგრადი გარემო ცხოვრებისთვის და ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრისა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში.