ფუნდუკი

დაარსების დღიდან „ფუნდუკი“ მოწოდებულია აწარმოოს მაღალხარისხიანი, ეკომეგობრული პროდუქცია, რომელიც შეავსებს საქართველოს მდგრადი დიზაინის ბაზარზე არსებულ დეფიციტს. „ფუნდუკმა“ საქმიანობა ხრახნებისა და ლურსმნების გარეშე დამზადებული ავეჯით დაიწყო, შემდეგ დიზაინერული ტანსაცმლის უნარჩენო წარმოებაზე გადავიდა და მწვანე წარმოების სრულიად ახალი სტანდარტები დააწესა.

2023 წელს ტანსაცმლის გადაყრის შემცირების, ტრადიციული ტექნოლოგიების შენარჩუნებისა და ნარჩენი ტექსტილის ხელახალი გამოყენების  მეშვეობით, „ფუნდუკმა“ კიდევ უფრო დახვეწა და გააძლიერა წარმოების პროცესების მდგრადობა.

საქმიანობის ყველა ასპექტში „ფუნდუკი“ ხელმძღვანელობს გამძლეობის, თვითმყოფადობის, გუნდური პატივისცემის, ადგილობრივი წარმოების და მრავალფუნქციურობის პრინციპებით. მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ კერვის ინოვაციური ტექნიკა და კომფორტული დიზაინი, ტანსაცმლის გამძლეობა კი კვლავ შესყიდვის სურვილს აჩენს. წარმოების პროცესში მორჩენილი მასალის ხელახალი გამოყენებით „ფუნდუკმა“ კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ასწია თავისი დიზაინის მდგრადობა.

ნარჩენების შემცირებისკენ მიმართული ძალისხმევის შედეგად, „ფუნდუკმა“ დაზოგა 500 მეტრზე მეტი ქსოვილი, აწარმოა მოდური ტანსაცმლის 1500 ერთეული, 100 ერთეული ავეჯი, შეინარჩუნა და გადასცა ახალგაზრდა თაობას ქსოვის ძველი ტექნიკა, ნარჩენი მასალის ხელახალი გამოყენების მიზნით დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა ბიზნესთან.

სოციალურ მედიაში ეფექტური კომუნიკაციისა და საგანმანათლებლო კამპანიების გზით „ფუნდუკი“ აქტიურად ცდილობს მდგრადი დიზაინის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მწვანე დიზაინისთვის უპირატესობის მინიჭება იაფფასიან ალტერნატივებთან შედარებით ფუნდუკის მთავარი გზავნილია მომხმარებლების და კორპორაციული კლიენტების მისამართით.

„ფუნდუკი“ მდგრადობისა და ინოვაციის მტკიცე მიმდევარია. გამძლე, მრავალფუნქციური ადგილობრივი პროდუქციის შექმნით, მომხმარებლებისა და ბიზნესების უწყვეტი განათლებითა და ჩართულობით, ფუნდუკი ხელს უწყობს მწვანე დიზაინის ახალი სტანდარტის დანერგვას საქართველოში და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და მწვანე მომავლის პოპულარიზაციის მიმართულებით.