თიბისი ბანკი
ცნობილია, რომ პლასტმასის ნარჩენები გამორჩეულად საზიანოა გარემოსთვის. ბუნებაში მოხვედრილი პლასტმასის ნივთის დაშლას ასობით წელი სჭირდება, დაშლის პროცესში გამოიყოფა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ტოქსიკურ აირები – მეთანი და ეთანი, რაც ასევე აზიანებს ატმოსფეროს, ნიადაგსა და წყალს.
დედამიწის მსოფლიო დღეს, 22 აპრილს, თიბისი ყოველწლიურად ახალი ინიციატივით აღნიშნავს. 2023 წელს გადაწყდა, რომ წლის თემა იქნებოდა პლასტმასის ნარჩენების შემცირება და მისი გადამუშავება, რითაც წახალისდებოდა ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვა და ამ მხრივ თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება.
პროექტის პირველ ეტაპზე პლასტმასის ნარჩენის შესაგროვებელი ურნები განთავსდა „თიბისის“ სათავო ოფისებსა და ფილიალებში, 21 ადგილას, 4 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. პროექტის მეორე ეტაპზე გაიზარდა სათავო ოფისებისა და ფილიალების რაოდენობა. ურნები განთავსდა 46 ადგილას, სრულად არის ათვისებული ქალაქი რუსთავი. პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად რუსთავში დაიდგა დიდი ზომის 54 და პატარა ზომის 131 ურნა. ინიციატივის დაწყებიდან დღემდე, თანამშრომელთა და მომხმარებელთა საერთო ძალისხმევით, უკვე შეგროვდა და გადამუშავდა 1410 კილოგრამი პლასტმასის ნარჩენი.
პროექტის პირველივე ეტაპზე მომზადდა კომპანია „პოლივიმთან“ თანამშრომლობის ამსახველი ვიდეო, რომლითაც კომპანიის თანამშრომლები და მომხმარებლები ეცნობოდნენ პლასტმასის გადამუშავების საწარმოო პროცესს. მთელი წლის განმავლობაში, „თიბისის“ თანამშრომლებისა და მომხმარებლების ინფორმირების მიზნით, მზადდებოდა ბროშურები, ბლოგები, საინფორმაციო ფურცლები, ტარდებოდა შეხვედრები 46-ვე ფილიალის თანამშრომლებთან.
პლასტმასის ნარჩენების შეგროვების პროცესი ისევ მიმდინარეობს და „თიბისიში“ შეგროვებული და გადამუშავებული პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.
„თიბისისთვის“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. „თიბისის“ გარემოსადაცვითი მართვის სისტემა (EMS) 4 ძირითად მიმართულებას ეფუძნება: შიდა გარემოსდაცვითი ღონისძიებები, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვა დაკრედიტების დროს, მდგრადი ფინანსირება და გარე კომუნიკაციები. ბანკის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (EMS) შეესაბამება და დამოწმებულია ISO 14001:2015 სერტიფიკატით. წელს „თიბისი ბანკმა“ მეოთხედ გაიარა ISO 14001:2015 აუდიტი.