EFES საქართველო, სს "ლომისი“

2008 წლიდან ცდილობს „EFES საქართველო“ მნიშვნელოვნად შეამციროს გარემოზე ზემოქმედება მდგრადი განვითარების კომპლექსური სტრატეგიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ემისიების მუდმივ მონიტორინგს, რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ეკომეგობრული პრაქტიკის დანერგვას საქმიანობის ყველა სფეროში.

„EFES საქართველო“ აგრეთვე განიხილავს  ტყის მდგრად მართვასა და აღდგენაზე მიმართული პროექტების საჭიროებას და გარემოსდაცვითი საკითხების თაობაზე თანამშრომლების, მომხმარებლებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

მდგრადობის მიზნების შესასრულებლად კომპანიამ განახორციელა მთელი რიგი აქტივობებისა:  ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა მანამ ააგო, სანამ ეს რეგულაციებით სავალდებულო გახდებოდა, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით დაიწყო ტყის აღდგენისა და გაშენების კამპანია, დანერგა ენერგოეფექტური მიდგომა ყველა სამუშაო პროცესში, შეამცირა წარმოების პროცესში პლასტმასის გამოყენება PET შეფუთვის ხელახალი დიზაინის მეშვეობით, ჩაატარა შიდა და გარე საინფორმაციო კამპანიები პლასტმასის ნარჩენებთან დაკავშირებით, წამოიწყო მდგრადი მეწარმეობის პროგრამა  გარემოსდაცვითი გადაწყვეტებისა და ინოვაციების მხარდასაჭერად. 

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების (თბოიზოლაცია, სენსორული განათება, მასალების ხელახალი გამოყენება) დანერგვით კომპანიამ შეამცირა რესურსების მოხმარება და ხარჯები, რითაც ენერგიის მართვის ISO სერტიფიკატი მოიპოვა.

ინიციატივებმა სხვა დადებითი შედეგებიც გამოიღო: სუფთა და ჯანსაღი გარემო ლუდსახარშში, დაბინძურების ოფიციალური სტანდარტების დაცვაზე მიმართული რეგულარული შეხვედრები, დიდი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენების შეგროვება. 12 ჰექტარი ტყის ტერიტორიის მოვლა და განახლება, კამპანიების მეშვეობით ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ცნობიერების ამაღლება ტყის აღდგენისა და საკვები ნარჩენების მართვის საკითხებზე.

„EFES საქართველო“ იყენებს პროაქტიულ და ყოვლისმომცველ მიდგომას მდგრადი განვითარების მიმართ და საქმიანობის ყველა ასპექტზე ავრცელებს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას. კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც კანონით გათვალისწინებული სტანდარტების, ისე შიდაორგანიზაციული გარემოსდაცვითი პოლიტიკის მკაცრ დაცვას. კომპანია აქტიურად მონაწილეობს გლობალურ ინიციატივებში და ცდილობს შეუსაბამოს აქტივობები მდგრადობის საერთაშორისო მიზნებს.