ვიმ-ბილ-დან საქართველო/პეპსიკო საქართველო
2023 წლის აგვისტოში დაწყებული დეკარბონიზაციის და „სანდორას“ ლოკალიზაციის ინიციატივა მიზნად ისახავს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე „სანდორას“ ბრენდის საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებას. კერძოდ, პროდუქციის ლოკალიზაციით „პეპსიკო“ აპირებს შეამციროს ტრანსპორტირების ხარჯები და გაამარტივოს ლოგისტიკა, რითაც აამაღლებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, შეამცირებს ნახშირბადის ემისიებს და გააძლიერებს კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროფილს.
ინიციატივა არის ნაწილი „პეპსიკოს“ უფრო ფართო ვალდებულებისა, რომელიც გულისხმობს მდგრადი და პასუხისმგებელი ბიზნესპრაქტიკის ერთგულებას და დადებით გავლენას იმ საზოგადოებებსა და თემებზე, რომლებშიც საქმიანობს.
კომპლექსური შეფასების შემდეგ „სანდორას“ წარმოების საქართველოში გაფართოებისთვის „პეპსიკომ“ კომპანია „წყალი მარგებელი“ შეარჩია. მასთან პარტნიორობის შედეგად ერთი წლის ვადაში მოხერხდა „სანდორას“ წარმოების მომზადება და გაშვება, რაც „პეპსიკოსთვის“ გლობალურად რეკორდული მიღწევაა.
ინიციატივამ შთამბეჭდავი შედეგები გამოიღო. CO2 ემისიის წლიური მაჩვენებელი შემცირდა 750,000 კილოგრამზე მეტით; 1.4 მილიონზე მეტი ერთეულით შემცირდა ტრანსპორტირების ყოველწლიური ხარჯები. საგრძნობლად გაუმჯობესდა ოპერაციების ეფექტიანობაც: საშუალოდ, სამი დღით შემცირდა ტრანსპორტირების ვადები და 8,4%-ით გაიზარდა OTIF მაჩვენებელი, რომლის აბსოლუტურმა მნიშვნელობამ 97,8% შეადგინა.
გარემოსდაცვით პოლიტიკაში „პეპსიკო“ ხელმძღვანელობს „პეპსიკო პოზიტივის” სტრატეგიით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პოზიტიურ სოფლის მეურნეობაზე, ღირებულებათა ჯაჭვსა და მომხმარებლის არჩევანზე. კომპანიის გეგმებშია 2040 წლისთვის მიაღწიოს ნულოვან ემისიას, წყლის მაქსიმალურ დაზოგვას და შეფუთვის მდგრადობის გაუმჯობესებას.
პროექტი არა მხოლოდ კომპანიას მოუტანს სარგებელს, არამედ საზოგადოებისთვისაც დადებით შედეგს გამოიღებს, რადგან ადგილობრივი წარმოების გამო კომპანიის პროდუქტი გახდება უფრო ხელმისაწვდომი და სანდო.