თეგეტა ჰოლდინგი
„თეგეტა“ აცნობიერებს, რომ გავლენას ახდენს გარემოზე, რაც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ენერგიის მოხმარებას, ნარჩენების წარმოქმნას, ჰაერისა და წყლის დაბინძურებას, პროდუქციისა და სერვისების ზეგავლენას გარემოზე და ა.შ. „თეგეტა“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია წარუდგინა საზოგადოებას. გარემოს დაცვა „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა.
პროექტი „თეგეტას მწვანე სტანდარტი“, რომელმაც 2023 წელს დაიწყო, სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:
- მდგრადი სატრანსპორტო გადაწყვეტა ნულოვანი ემისიების მისაღწევად:
ამ მიმართულებით მოხდა მწვანე ობლიგაციების ემისია, რითაც ხელი ეწყობა ქვეყანაში ნახშირორჟანგის გაფრქვევების აღმოფხვრას, საზოგადოებაში ელ.ტრანსპორტის პოპულარიზაციას.
- ნარჩენების მართვა: „თეგეტას“ შვილობილი კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“ ნარჩენების მართვის ეფექტურ გეგმას ახორციელებს, რაც მოიცავს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას/რეციკლირებას, მათი სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე მიყვანას.
- ცნობიერების ამაღლება
თანამშრომლებისა და მომხმარებლების ცნობიერების ამაღლების მიზნით „თეგეტა“ აწყობს დასუფთავების აქციებს, აქტიურად მონაწილეობს გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
პროექტის ფარგლებში, 2023 წლის განმავლობაში, „თეგეტამ“ შეიძინა 70 ელ.დამტენი, 100-მდე მსუბუქი ელექტროავტომობილი და 20 მძიმე ტრანსპორტი, „თეგეტა გრინ პლანეტმა“ გარემოდან ამოიღო და გადასამუშავებლად პარტნიორებს ჩააბარა 2,885,102 კგ. მეორადი საბურავი, 1,158,330 კგ. მეორადი აკუმულატორი, 895,393 კგ. მეორადი ზეთი. დასუფთავდა და ნარჩენებისგან გაიწმინდა თბილისის შემოვლითი გზა, კურორტი ბაკურიანი. თანამშრომლების უკეთ ინფორმირებისთვის ჩატარდა კონკურსები, გარემოსდაცვით თემებზე მომზადდა პოსტები და კითხვარები.
„თეგეტა ჰოლდინგი“ მომავალშიც გეგმავს მიჰყვეს წლების წინ არჩეულ გზას და წინასწარ განსაზღვრული, ჯანსაღი და მწვანე მიდგომებით აპირებს შექმნას უკეთესი და მდგრადი გარემო ცხოვრებისთვის და ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრისა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში.