კომპანიისთვის პანდემიით შექმნილი კრიზისის პირობებშიც მთავარი ღირებულებაა თანამშრომლები და მათზე ზრუნვა. ეს, პირველ რიგში, გამოიხატა სამუშაო ადგილებისა და ანაზღაურების 100%-ით შენარჩუნებით, თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვითა და მათი განვითარების უწყვეტობით.
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაწყებიდან კომპანია „ბიდიოსათვის“ მნიშვნელოვანი იყო შეექმნა ჯანსაღი, კომფორტული, სტრესისგან თავისუფალი სამუშაო გარემო, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა თანამშრომლების ჯანმრთელობა და ფინანსური სტაბილურობა. ამისათვის კომპანიამ 2020 წლის მარტში დაიწყო პროექტი „ლავირება ახალ რეალობაში“ - ბიდიოს ვირტუალური ოფისი.
კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველოს“ მთავრი ღირებულებაა თანამშრომელი და მიაჩნია, რომ თანამშრომელი აუცილებლად უნდა იყოს ბედნიერი. სწორედ ამიტომ ცდილობს შექმნას გარემო, სადაც ადამიანები თავიანთი რესურსის რეალიზებას შეძლებენ.
პანდემიის დასაწყისიდან ბანკმა არაერთი აქტივობა დაგეგმა თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, მათთვის დროული ტრანსპორტირების, იზოლირების, დისტანციის თუ სადეზინფექციო საშუალებების მიწოდების მიზნით. მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი პროექტი კი არის თანამშრომლებისთვის შექმნილი შიდა ფონდი _ „გულით ერთმანეთისთვის“.
კომპანია „მეიჯერელ საქართველოსთვის“ პანდემიის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქმედითუნარიანობის შენარჩუნება, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდიდა სამუშაო ადგილების სახელფასო ფონდით უზრუნველყოფას. კომპანიამ განახორციელა პროექტი, რომელის მიზანიც თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო შექმნა და მათი მოტივაციის შენარჩუნება იყო.
„ფილიპ მორის საქართველოს“ ინიციატივა შეიქმნა თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, რადგან თანამშრომელთა კეთილდღეობა PMG-ის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ პანდემიის პირველივე დღიდან კომპანიამ შეიმუშავა ინიციატივა, რომლის მიზანი სტრესის დაძლევა, ახალ რეალობასთან გამკლავება და გუნდის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება იყო.
„ეკოჰაუს ფექტორიმ“ Covid-19-ის პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო ზრუნვა თანამშრომელთა კეთილდღეობაზე. ამისთვის შეიმუშავა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომელთა მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში.
კომპანიის მენეჯმენტმა მიზნად დაისახა ამ მძიმე პერიოდში გვერდით დადგომოდა თანამშრომლებს და დახმარებოდა მათ პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვაში.
გამოიყო 13 000 ევრო, რომელიც თანამშრომელთა ფინანსური დახმარების სახით გაიცა.
კომპანია „დუტი ფრი საქართველოში“ წარმატებით საქმიანობს 2014 წლიდან. Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, კომპანია სრულიად შემოსავლების გარეშე დარჩა. შემოსავლის არარსებობის მიუხედავად, კომპანიამ დაისახა მიზნად, რომ ხელთ არსებული ნებისმიერი ხერხი გამოეყენებინა და არც ერთი თანამშრომელი არ დარჩენილიყო ხელფასის გარეშე და უზრუნველეყო მათი ფინანსური მდგრადობა.
კომპანია ,,არემჯიში“, ახალი კორონავირუსის ინფექცია COVID-19-ით გამოწვეული ვითარების გამო, საწარმოში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ეფექტურად სამართავად 2020 წლის 23 მარტიდან აქტიურად დაიწყო პროცესების კოორდინირება.
პანდემიის პერიოდში „ეფეს საქართველომ“ უმთავრეს პრიორიტეტად განსაზღვრა თანამშრომლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა. თანამშრომლები, რომელთა საქმიანობისთვისაც არ არის აუცილებელი ველზე ან წარმოებაში ყოფნა, გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე. წარმოების პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზებული გახდა.
თანამშრომელთა მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულება ჰქონდა. პირველ რიგში, საჭირო იყო მათთვის სტაბილურობის შეგრძნების შენარჩუნება, რისთვისაც თავიდანვე გაკეთდა განცხადება, რომ არცერთი თანამშრომელი არ განთავისუფლდებოდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, რისი მიღწევაც ფილიალებში დეზობარიერების დამატებითა და მომსახურების უსაფრთხოების წესების დანერგვით მოხერხდა.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მთავრი გამოწვევა პანდემიის პერიოდში იყო ნავსადგურის სტაბილური ოპერირებისა და მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი და ეფექტური ფუნქციონირების შენარჩუნება. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლების უსაფრთხოება და მათთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.
„ჯიპიაი ჰოლდინგისთვის“ პანდემიის პირველივე ეტაპზე მნიშვნელოვანი გახდა თანამშრომლების მხარდაჭერა და უსაფრთხოება. ამისათვის კომპანიამ დაგეგმა და განახორციელა პროექტი „წინ, ახალი რეალობისკენ!“, რომლის უპირველესი ამოცანა იყო შეენარჩუნებინა ყველა თანამშრომელი და ყველა მათგანი მოემზადებინა ახალ სამუშაო რეჟიმზე გადასასვლელად.
2020 წლის მარტიდან, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა და თანამშრომლების ძირითადი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა.
„საქართველოს ბანკმა“ პანდემიის პირობებში განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო ახალი ონლაინსისტემის დანერგვა, თანამშრომლებში ერთიანობის, გუნდურობის შეგრძნების შენარჩუნება და თანამშრომლების ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება.
კომპანია „ანაგმა“ პანდემიის დროს დაგეგმა და განახორციელა პროექტი, რომლის მიზანია შეუმსუბუქოს თანამშრომლებს კორონავირუსის უარყოფითი გავლენა, იზრუნოს მათ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. პროექტის განხორციელება 2020 წლის მარტში დაიწყო.
შპს „დიომ“ კომპანიის თანამშრომელთა ეკონომიკური და ფსიქოლოგიური სტაბილურობის მხარდასაჭერად პანდემიის პერიოდში შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და მის ფარგლებში შექმნა სრულიად ახალი პროდუქტი _ ავტომობილის სალონის საიზოლაციო ტიხარი, რომელიც ეფექტურია მგზავრობისას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
COVID-19-ის კრიზისის ფონზე კომპანია სამუშაო ადგილების და თანამშრომლების შემცირების საშიშროების წინაშე დადგა, რაც მძიმედ აისახებოდა თანამშრომლების ფინანსურ მდგომარეობაზე. საჭირო გახდა გარკვეული აქტივობების ჩატარება, რაც დაეხმარა სამუშაო ადგილებისა და თანამშრომლების ანაზღაურების შენარჩუნებას.
პანდემიის დაწყებისთანავე „რიკო ექსპრესმა“ მიზნად დაისახა დაცული გარემოს შექმნა, საკუთარი დასაქმებულების ეკონომიკურად უზრუნველყოფა და მაღალი რისკის მქონე თანამშრომლების დაცვა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებდა ჯანმოსა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ საჭიროებებსა და მოლოდინს.