შპს "ანაგი"
კომპანია „ანაგმა“ პანდემიის დროს დაგეგმა და განახორციელა პროექტი, რომლის მიზანია შეუმსუბუქოს თანამშრომლებს კორონავირუსის უარყოფითი გავლენა, იზრუნოს მათ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის მარტში და დღესაც მიმდინარეობს.
ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად „ანაგმა“ რამდენიმე მიმართულებით იმუშავა. თანამშრომლების უმეტესობა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, ხდებოდა იმ თანამშრომლების ინტენსიური ტესტირება, რომლებიც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდნენ.
სამუშაოს ანაზღაურება ყველა თანამშრომელს სრულად და შეუფერხებლად ერიცხებოდა. თანამშრომლების ხელფასები, რომელიც ითვალისწინებდა გრაფიკით მატებას, პანდემიის გამო არ შეფერხებულა. შეინარჩუნეს ყველა თანამშრომელი და ახალი თანამშრომლებიც აიყვანეს სამსახურში. დისტანციური რეჟიმის ხელშესაწყობად კომპანიამ რამდენიმე პროგრამის ანგარიში (ექაუნთი) შეიძინა.
რეგულარულად ხორციელდებოდა სამშენებლო ობიექტებისა და ოფისების დეზინფექცია. ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო კომპანია თანამშრომლების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფდა.
პრევენციული ზომების შედეგად, კომპანიის 3000-კაციან გუნდში ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 1%-მდეა დაყვანილი.
2020 წლის ზაფხულში შპს „ანაგს“ გაუგრძელდა ISO-ს საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატების მოქმედების ვადა შრომის უსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯმენტის თვალსაზრისით (ISO 9001:2015 და ISO 45001:2018).