Ecohouse Factory
„ეკოჰაუს ფექტორიმ“ Covid-19-ის პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო ზრუნვა თანამშრომელთა კეთილდღეობაზე. ამისთვის შეიმუშავა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომელთა მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში.
პროექტი დაიწყო 2020 წლის მარტში და დღესაც მიმდინარეობს.
თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა კომპანიის პრიორიტეტია და მისი დაარსებიდან არსებობს პროგრამა ამ მიმართულებით, რომლის აუცილებლობა პანდემიამ უფრო გაამძაფრა და მეტად საჭირო გახადა. პანდემიის პერიოდში დაწყებული პროექტის ძირითადი მიზანია კომფორტული გარემოს შექმნა თანამშრომლებისთვის, ერთიანი და ძლიერი გუნდის შენარჩუნება.
„ეკოჰაუს ფექტორიმ“ პანდემიის პერიოდში:
· თანამშრომლების სამგზავროდ გამოყო სატრანსპორტო საშუალებები (პირადი მანქანები და სამარშრუტო ტაქსი).
· სრულად აანაზღაურა საწვავის ხარჯები: სახლიდან სამსახურამდე ორივე გზა და შიდა სამსახურებრივი მიმოსვლა.
· მოაწყო შიდა და გარე კომფორტული სამუშაო სივრცე.
· ვირუსის აღმოჩენისას თანადგომა გაუწია თანამშრომლებს.
აღნიშნული პროექტის შედეგად, კომპანიაში შენარჩუნდა სტაბილური სამუშაო გარემო, თანამშრომელთა კმაყოფილება, გაიზარდა მოტივაციის ხარისხი.
ამ მოქმედებებით კომპანიამ აჩვენა, რომ სტაბილური დამსაქმებელია და მიაჩნია, რომ სწორედ ასეთი გარემოს შექმნა ხსნის სტრესს და მეტად პროდუქტიულად და სახალისოდ წარმართავს სამუშაო დღეს.