სს "საქართველოს ბანკი“
2020 წლის მარტიდან, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა და თანამშრომლების ძირითადი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა.
სახლის პირობებში თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცის გასაუმჯობესებლად და კომფორტული გარემოს შესაქმნელად, სტრესის შესამცირებლად და მათთვის სამუშაო პროცესის გასამარტივებლად გატარდა სხვადასხვა ღონისძიება:
იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სახლიდან მუშაობასთან ერთად უწევდათ თავიანთ პატარა შვილებზე ზრუნვა და მათი საინტერესო საქმით დაკავება, საქართველოს ბანკმა ბაღ „ფელიქსთან“ ერთად შექმნა ონლაინბაღი, სადაც 3-6 წლის პატარებს შეეძლოთ საინტერესო აქტივობებით დაკავებულიყვნენ. ონლაინბაღი დღეში დაახლოებით 1.5 საათი გრძელდებოდა, ბავშვები ესწრებოდნენ გასართობ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, ხოლო 15-20 წუთი ეთმობოდა სპორტულ აქტივობას.
ბანკმა თანამშრომლებს ასევე შესთავაზა საკურიერო კომპანია „გლოვოს“ ულიმიტო მიწოდების სერვისი და ამ შეთავაზებით სარგებლობა შეეძლო საქართველოს ბანკის ყველა თანამშრომელს. ულიმიტო მიწოდების სერვისის ვაუჩერი პანდემიის დროს თანამშრომლებმა 9,213-ჯერ გამოიყენეს.
შედეგად, ონლაინბაღისა და უფასო მიწოდების სერვისის შეთავაზებით ბანკის თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობის პროცესი ნაკლებად სტრესული და დაძაბული გახადა.