ეფეს საქართველო - ს.ს. "ლომისი“
პანდემიის პერიოდში „ეფეს საქართველომ“ უმთავრეს პრიორიტეტად განსაზღვრა თანამშრომლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა.
თანამშრომლები, რომელთა საქმიანობისთვისაც არ არის აუცილებელი ველზე ან წარმოებაში ყოფნა, გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე.
წარმოების პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზებული გახდა.
გარდა ამისა, კომპანიამ შეამცირა სამუშაო საათები და გასვლითი ღონისძიებები საველე ჯგუფებისათვის.
აიკრძალა გარე ვიზიტორების დაშვება ქარხნისა და ოფისების ტერიტორიაზე. ყოველდღიურად ტარდება საწარმოო აღჭურვილობის, პროდუქციისა და ტრანსპორტის დეზინფექცია.
კომპანია დასაქმებულებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით, რომელსაც კომპანია სრულად აფინანსებს. კომპანია ასევე აფინანსებს სამუშაო საათებში თანამშრომლების კვებასა და ტრანსპორტირებას.
კომპანია თითოეულ თანამშრომელს სთავაზობს განვითარების ინდივიდუალურ გეგმას (Individual Development Plan) და თანამშრომლებს უფინანსებს როგორც კომპანიის ფარგლბში, ისე სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა თუ კურსებს.
აღნიშნულ საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა სრულიად თანაბარია ყველა თანამშრომლისთვის, კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე. 2020 წლის 1 იანვრიდან დღემდე კომპანიის ორგანიზებით ჩატარდა 60-მდე ტრენინგი, მათ შორის, ონლაინ ტრენინგები - პანდემიის პერიოდში.