სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (MBC)
კომპანიისთვის პანდემიით შექმნილი კრიზისის პირობებშიც მთავარი ღირებულებაა თანამშრომლები და მათზე ზრუნვა. ეს, პირველ რიგში, გამოიხატა სამუშაო ადგილებისა და ანაზღაურების 100%-ით შენარჩუნებით, თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვითა და მათი განვითარების უწყვეტობით.
კომპანიაში ჩატარდა „შიდა ონლაინტრენინგების სერია“, რომელშიც ჩართული იყო კომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელი. ტრენინგები, თემატიკის მიხედვით, რამდენიმე აქტუალურ მიმართულებას მოიცავდა:
· საკრედიტო პროდუქტების პროცესინგი;
· სკრიპტები გაყიდვების მიმართულებით;
· ეფექტური კომუნიკაცია;
· მოტივაცია - მიზნის დასახვისა და მიღწევის იარაღი;
· ასევე, პროექტი "Talk", რომლის მიზანი თანამშრომლებისთვის მიმდინარე პროცესების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება, სტრესის მართვა და გუნდურობის გაძლიერება იყო.
მენეჯმენტისა და თანამშრომელთა ინიციატივით შეიქმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი „სიკეთე გადამდებია“ - შეიქმნა ფონდი, რომლისთვისაც თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასიდან გაიღეს თანხა, რასაც კომპანიამ, თავის მხრივ, იმავე მოცულობის თანხა დაამატა და შეგროვილი რესურსით განხორციელდა პროექტები:
- ათი მოზარდის ინტერნეტით უზრუნველყოფა
- ხანდაზმულთა დახმარება
- ძალადობის მსხვერპლი ქალის დახმარება
პანდემიასთან გამკლავების პროცესში თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ჩართულობა კომპანიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა თუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში.