სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (MBC)

კომპანიისთვის პანდემიით შექმნილი კრიზისის პირობებშიც მთავარი ღირებულებაა თანამშრომლები და მათზე ზრუნვა. ეს, პირველ რიგში, გამოიხატა სამუშაო ადგილებისა და ანაზღაურების 100%-ით შენარჩუნებით, თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვითა და მათი განვითარების უწყვეტობით.  

კომპანიაში ჩატარდა „შიდა ონლაინტრენინგების სერია“, რომელშიც ჩართული იყო კომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელი. ტრენინგები, თემატიკის მიხედვით, რამდენიმე აქტუალურ მიმართულებას მოიცავდა:

·       საკრედიტო პროდუქტების პროცესინგი;

·       სკრიპტები გაყიდვების მიმართულებით;

·       ეფექტური კომუნიკაცია;

·       მოტივაცია - მიზნის დასახვისა და მიღწევის იარაღი;

·       ასევე, პროექტი "Talk", რომლის მიზანი თანამშრომლებისთვის მიმდინარე პროცესების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება, სტრესის მართვა და გუნდურობის გაძლიერება იყო.

მენეჯმენტისა და თანამშრომელთა ინიციატივით შეიქმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი „სიკეთე გადამდებია“ - შეიქმნა ფონდი, რომლისთვისაც თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასიდან გაიღეს თანხა, რასაც კომპანიამ, თავის მხრივ, იმავე მოცულობის თანხა დაამატა და შეგროვილი რესურსით განხორციელდა  პროექტები:

-            ათი მოზარდის ინტერნეტით უზრუნველყოფა

-            ხანდაზმულთა დახმარება

-            ძალადობის მსხვერპლი ქალის დახმარება

პანდემიასთან გამკლავების პროცესში თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ჩართულობა კომპანიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა თუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში.