LLC Duty Free Georgia
კომპანია „დუტი ფრი საქართველოში“ წარმატებით საქმიანობს 2014 წლიდან. Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, კომპანია სრულიად შემოსავლების გარეშე დარჩა. შემოსავლის არარსებობის მიუხედავად, კომპანიამ დაისახა მიზნად, რომ ხელთ არსებული ნებისმიერი ხერხი გამოეყენებინა და არც ერთი თანამშრომელი არ დარჩენილიყო ხელფასის გარეშე და უზრუნველეყო მათი ფინანსური მდგრადობა.
კომპანიამ პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის 16 მარტს და გაგრძელდება პანდემიის დასრულებამდე.
კომპანიამ, თანამშრომლების მხარდაჭერის მიზნით, 10 თვის მანძილზე გამოყო სახელფასო ფონდი, რომელმაც 2 665 000.00 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები ჯერ კიდევ მიმდინარეა და კომპანია თანამშრომლებს ხელფასით მომავალშიც უზრუნველყოფს.
გარდა სრული ფინანსური ანაზღაურებისა, ასევე კომპანია უკლებლივ ყველა თანამშრომლის შესახებ, იქნება ეს მაღაზიის დიასახლისი თუ სათავო ოფისის თანამშრომელი, აწარმოებს აღრიცხვის ბაზას, სადაც დაფიქსირებულია როგორც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისე ფინანსური მდგომარეობა და იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს სჭირდება, კომპანია მზადაა დაეხმაროს გაუწიოს.
აღნიშნული ქმედებებით კომპანია გამოხატავს თავის ლოიალურ დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ და მათთან უფრო მჭიდრო კორპორაციით ქმნის ძლიერ და სტაბილურ ბიზნესს ქართულ რეალობაში.