შპს მისო "რიკო ექსპრესი“

პანდემიის დაწყებისთანავე „რიკო ექსპრესმა“ მიზნად დაისახა დაცული გარემოს შექმნა,  საკუთარი დასაქმებულების ეკონომიკურად უზრუნველყოფა და მაღალი რისკის მქონე თანამშრომლების დაცვა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებდა ჯანმოსა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ საჭიროებებსა და მოლოდინს. 

„რიკო ექსპრესმა“ ვირუსის გავრცელების ალბათობის მაქსიმალურად შესამცირებლად დაამონტაჟა გარე სალაროები, დაიწყო ყოველდღიური დეზინფექცია და დახურულ სივრცეში აუცილებელი გახადა პირბადის ტარება. 

კომპანიამ 62 თანამშრომელს, ეკონომიკური დახმარების სახით, 1000-ლარიანი სახელფასო დანამატი გადასცა, დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე თანამშრომლები კი ანაზღაურების სრული შენარჩუნებით პანდემიის დასრულებამდე გაათავისუფლა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ არაერთხელ ჩაატარა თანამშრომლების სისტემატური და ინდივიდუალური სკრინინგი. 

პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზაციამ წარმატებით უზრუნველყო ინფიცირებული თანამშრომლებისა და მათი კონტაქტების იზოლაცია, მაქსიმალურად უსაფრთხო გრაფიკის შემუშავება და შესაძლებლობების ფარგლებში დისტანციური მუშაობა თითოეული თანამშრომლის ხელფასის სრულად შენარჩუნებით.