შპს "უნივერს ბიზნეს გრუპ“
COVID-19-ის კრიზისის ფონზე კომპანია სამუშაო ადგილების და თანამშრომლების შემცირების საშიშროების წინაშე დადგა, რაც მძიმედ აისახებოდა თანამშრომლების ფინანსურ მდგომარეობაზე. საჭირო გახდა გარკვეული აქტივობების ჩატარება, რაც დაეხმარა სამუშაო ადგილებისა და თანამშრომლების ანაზღაურების შენარჩუნებას.
„უნივერს ბიზნეს გრუპმა“ პანდემიის დროს შეადგინა დისტანციური მუშაობის გეგმა-გრაფიკი. გამოიყო სატრანსპორტო საშუალებები იმ თანამშრომლებისათვის, ვისი ყოფნაც საჭირო იყო უშუალოდ სამუშაო ადგილზე და უზრუნველყვეს მათი უსაფრთხო გადაადგილება. ასევე კომპანიამ ასორტიმენტში დაამატა სადეზინფექციო და პირადი დაცვის საშუალებები და აამუშავა დელივერისერვისი.
განხორციელებული აქტივობების შედეგად, კომპანიამ შეინარჩუნა 19 სამუშაო ადგილი და გააუმჯობესა თანამშრომლების ფინანსური მდგომარეობა. მეტიც შეძლო და ამ მძიმე გამოწვევის დროს დანერგა პრემიების მექანიზმი.
კრედიტის საფუძველზე შეიძინა მანქანა-დანადგარები, რამაც წარმოების გაფართოების და დამატებითი კადრების აყვანის საშუალება მისცა. კომპანიამ დამატებით დაასაქმა 18 ადამიანი და თანამშრომელთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა.