"ბლაუენშტაინ საქართველო“
კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველოს“ მთავრი ღირებულებაა თანამშრომელი და მიაჩნია, რომ თანამშრომელი აუცილებლად უნდა იყოს ბედნიერი. სწორედ ამიტომ ცდილობს შექმნას გარემო, სადაც ადამიანები თავიანთი რესურსის რეალიზებას შეძლებენ. კომპანიის რწმენით, როცა თანამშრომელი სამუშაო ადგილზე თავს კარგად გრძნობს, არის რეალიზებული და აქვს საშუალება, თავად დატკბეს საკუთარი შრომის შედეგით, არის ბედნიერი, ბედნიერი ადამიანი კი ყველაზე პროდუქტიულია.
Covied-19-ის პანდემიის გამოწვევების ფონზე, კომპანიამ მთავარ მიზნად თანამშრომლების შემოსავლის გაზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა დაისახა. შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი და მათი ხელფასი 300 ლარით გაზარდა.
ამ ინიციატივით „ბლაუენშტაინ საქართველოს“ სახელფასო ბიუჯეტის ყოველთვიური მოცულობა დაახლოებით 20 ათასი ლარით გაეზარდა, თუმცა მიზანი - თანამშრომლების მოტივირება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა - ნებისმიერ თანხაზე მნიშვნელოვანია კომპანიისთვის.
კომპანიის ეს ქმედებები არ ყოფილა ერთჯერადი - თანამშრომლები დღემდე გაზრდილ ხელფასს იღებენ და არ არის გამორიცხული, მორიგი გამოწვევების ფონზე, ანალოგიური ნაბიჯი კომპანიამ უახლოეს მომავალშიც გადადგას.