თიბისი

პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო თანამშრომელთა მხარდაჭერა, რისთვისაც რამდენიმე მიმართულება შეირჩა. პროექტი დაიწყო 2020 მარტში და მიმდინარეა. 

თანამშრომელთა მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულება ჰქონდა. პირველ რიგში, საჭირო იყო მათთვის სტაბილურობის შეგრძნების შენარჩუნება, რისთვისაც თავიდანვე გაკეთდა განცხადება, რომ არცერთი თანამშრომელი არ განთავისუფლდებოდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, რისი მიღწევაც ფილიალებში დეზობარიერების დამატებითა და მომსახურების უსაფრთხოების წესების დანერგვით მოხერხდა. თანამშრომელების დიდი უმრავლესობა, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. მუდმივად ტარდება ონლაინშეხვედრები როგორც შიდა სამსახურეობრივი, ისე შეხვედრები ეპიდემიოლოგებთან, ფსიქოლოგებთან ეპიდემიასთან დაკავშირებული სიახლეების გაცვლის მიზნით. 

კომპანიის ძალისხმევას შესაბამისი შედეგი მოჰყვა: ვირუსის შიდა გადაცემა 0-ის ტოლია, 100%-ით შენარჩუნებულია თანამშრომლების გუნდი და ბექოფისის 95% დისტანციურად მუშაობს.