Rich Metals Group (სს RMG Cooper; შპს RMG Gold)
კომპანია ,,არემჯიში“, ახალი კორონავირუსის ინფექცია COVID-19-ით გამოწვეული ვითარების გამო, საწარმოში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ეფექტურად სამართავად 2020 წლის 23 მარტიდან აქტიურად დაიწყო პროცესების კოორდინირება.
კომპანიის ტერიტორიაზე და თანამშრომლებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მაქსიმალურად მოხდა ყველა შესაბამისი სტანდარტის დაცვა. პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე კომპანიამ, საკუთარი ძალებით, ადგილზე დაიწყო პირბადეების კერვა და სადეზინფექციო ხსნარის დამზადება.
2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩატარებულია 568 სწრაფი და 1160 პისიარ-ტესტი, ასევე გაკეთებულია გრიპის 1500 ერთეული ფრანგული წარმოების 4-კომპონენტიანი ვაქცინა. კომპანიის თანამშრომლებმა ვაქცინაციით ნებაყოფლობით ისარგებლეს.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი არ დასრულებულა, მისი პირველადი შედეგები თვალსაჩინოა. „COVID-19-ის მართვის საოპერაციო შტაბი“ ჯამში 3000-მდე თანამშრომელს უწევს კოორდინირებას. შტაბი საწარმოო პროცესის შეუჩერებლად და შეუფერხებლად მუშაობისთვის დღემდე ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს.
შტაბის მუშაობის შედეგად, მინიმუმამდე არის დაყვანილი COVID-19-ის გავრცელების საფრთხე, რაც შედეგებით დასტურდება _ კაზრეთი და ,,არემჯის” სამოქმედო არეალები პირველი ტალღის დროს მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებდა.