"ლიბერთი ბანკი“
პანდემიის დასაწყისიდან ბანკმა არაერთი აქტივობა დაგეგმა თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, მათთვის დროული ტრანსპორტირების, იზოლირების, დისტანციის თუ სადეზინფექციო საშუალებების მიწოდების მიზნით. მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი პროექტი კი არის თანამშრომლებისთვის შექმნილი შიდა ფონდი - „გულით ერთმანეთისთვის“.
ფონდი შეიქმნა ბანკის მენეჯმენტის ინიციატივით და დღემდე ემსახურება ბანკის თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრებს. ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია მიმართოს ფონდს და მიიღოს მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა. ერთჯერადად ფინანსდება 3 000 ლარამდე.
ფონდი უკვე თითქმის რვა თვეა ფუნქციონირებს და დღეისათვის მასში „ლიბერთის“ 800-ზე მეტი თანამშრომელია გაწევრიანებული. მათ აქვთ არჩევანი, საკუთარი ხელფასიდან 0.5%, 1% და 1,5% ჩარიცხონ ფონდის ანგარიშზე ყოველთვიურად. ფონდი 20-ზე მეტ თანამშრომელს დაეხმარა. დღეს ანგარიშზე 125 000 ლარამდეა შეგროვებული.
ბანკის შიდა ფონდმა ,,გულით ერთმანეთისთვის“ უზრუნველყო თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება.