“წერე ქართულად”
პროექტი „წერე ქართულად“ დაიწყო 2015 წელს და დღემდე მიმდინარეობს. ეს არის ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში ინტეგრირების რამდენიმე ინიციატივის ერთობლიობა, რომლის მიზანია ქართული ანბანისა და დამწერლობის პოპულარიზაცია და მათი მოხმარების სტიმულირება ციფრულ სივრცეში.
საზოგადოების მხარდაჭერა
2017 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე შპს „ეი-სი-თის“ თანამშრომლებმა, „საზოგადოების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, მარკეტინგული კონსულტაცია გაუწიეს სოციალურ საწარმოს “ბაბალე”. ჩატარდა საჭიროებების შეფასება და გამოვლინდა საწარმოს წინაშე არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორიცაა, მაგალითად, საწარმოს ცნობადობა, პროდუქციის პოზიციონირება და კატეგორიზაცია.
საზოგადოებრივი სივრცე, როგორც კომუნიკაცია
კომპანია „ბაზალტ ფაიბერსმა“ 2018 წელს მიზნად დაისახა ქ. რუსთავში შეექმნა ახალი საზოგადოებრივი სივრცე და თან დახმარებოდა ახალგაზრდა თაობას და სტუდენტებს ჩართულიყვნენ პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში.
განათლებული თაობა – სახელმწიფოს უმთავრესი კაპიტალი
„ბაზისბანკმა“ მრავალი წელია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პრიორიტეტად განათლების მხარდაჭერა აირჩია. ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვების/ახალგაზრდების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვა, რაც საბოლოოდ მათ დასაქმებას და თვითრეალიზაციას შეუწყობს ხელს.
ნავთობკომპანია „გალფმა“ პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და საკალათბურთო სპორტის განვითარება“ განხორციელება კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასთან ერთად 2016 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
მზრუნველობამოკლებული ბავშვების ერთი დღე ყვარლის ტბაზე
2018 წელს M|group-ის მიერ განხორციელებული პროექტის მიზანი იყო მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის ეჩუქებინა ერთი ლამაზი დღე. M|group-მა „ყვარლის ობოლთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაცვის ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, მზრუნველობამოკლებული ბავშვები ერთი დღით კურორტ „ყვარლის ტბაზე“ დაპატიჟა.
იყავი აქტიური საქართველოში
პროგრამა „იყავი აქტიური საქართველოში“ შეიქმნა 2018 წელს „საქართველოს კორპორაციული სპორტის ფედერაციის“ ინიციატივითა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის მხარდაჭერით. პროგრამის მთავარი პარტნიორია „ვისოლ ჯგუფი“ და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სირბილის პოპულარიზაციას, საქართველოში მასობრივი სპორტის განვითარებას.
ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა “თიბისი ბიზნესისთვის”
პროექტი „თიბისი ბიზნესისთვის“ ხორციელდება 2015 წლიდან და ემსახურება საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით: განათლება, კონსულტაცია, წახალისება და ცნობადობის გაზრდა, „ნეტვორკინგი“.
ტურისტული ბიზნესტრენინგი “მასპინძელი”
„კრედო ბანკისთვის“ პრიორიტეტულია ტურისტული ბაზრის განვითარება და ამ სფეროში სტაბილურობის შენარჩუნება. ამ მიზნით ბანკმა ექსპერტების დახმარებით შეიმუშავა ტრენინგმოდული და ჩამოაყალიბა ბიზნესტრენინგი „მასპინძელი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტურისტულ სფეროში მომუშავე ადამიანებს ეხმარება საჭირო ინფორმაციის, პრაქტიკული ცოდნის და უნარ-ჩვევების სწავლა / განვითარება / გაზიარებაში.
PAYBOX – ადაპტირებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები
კომპანია „ოპპა“ მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით აძლევს შესაძლებლობას სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დახმარებით მარტივად განახორციელონ სასურველი გადახდები. „ოპპასთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მომხმარებელს აპარატებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს.
მაგისტრატურის სტუდენტების დაფინანსების პროგრამა
PMCG-მ მაგისტრატურის სტუდენტების დაფინანსება 2015 წლიდან დაიწყო. ეს გადაწყვეტილება კომპანიის სფეროში კადრების მაღალმა დეფიციტმა განაპირობა. გარდა ამისა, PMCG-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის სწრაფი და ეფექტური განვითარებისთვის აუცილებელია განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და განათლების დონის ამაღლება.
თეატრალური დაჯილდოება “დურუჯი”
კომპანია „რედიქსი“, საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის“ სახელით, 2007 წლიდან ატარებს თეატრალურ დაჯილდოებას „დურუჯი“. დაჯილდოება იმართება ყოველწლიურად და მიზნად ისახავს თეატრის განვითარებასა და თეატრალური სამყაროს ხელშეწყობა-წახალისებას.
DONATE.GE – საზოგადოების მხარდაჭერა
2017 წლის 25 ივლისიდან ამოქმედდა „საქართველოს ბანკის“ მიერ შექმნილი ინოვაციური საქველმოქმედო პლატფორმა, რომელიც დახმარების საჭირო ფორმის საჭირო ადრესატამდე დროულად მიტანას უზრუნველყოფს.
ფინანსური განათლება ყველასთვის
„ფინკა ბანკი საქართველო“ 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში ფინანსური განათლების დონის ამაღლება და საზოგადოების ქცევის შეცვლა დაზოგვის კულტურის განვითარებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების გზით.
პროტესტი სამოგზაურო დაზღვევით
„ჯი-პი-აი ჰოლდინგმა“ 2018 წელს განახორციელა პროექტი „პროტესტი სამოგზაურო დაზღვევით“. პროექტის მიზანი იყო რუსული ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ მიზნის განსახორციელებლად „ჯი-პი-აი ჰოლდინგმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან „Leavingstone“ და „ჯოვანი მორა“ ერთად, წამოიწყო ანტიოკუპაციური კამპანია, რომელიც პირდაპირ დაუკავშირა თავის ბიზნესსაქმიანობას.
თბილისიმარათონი
„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ 2012 წლიდან ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო მასშტაბურ გარბენს, მარათონს, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ქველმოქმედებისა და მოხალისეობის კულტურის განვითარების ხელშეწყობა; ტურიზმის, კერძოდ კი, სპორტული ტურიზმის განვითარება საქართველოში.