ACT ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი
2017 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე შპს „ეი-სი-თის“ თანამშრომლებმა, „საზოგადოების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, მარკეტინგული კონსულტაცია გაუწიეს სოციალურ საწარმო „ბაბალეს“. ჩატარდა საჭიროებების შეფასება და გამოვლინდა საწარმოს წინაშე არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორიცაა, მაგალითად, საწარმოს ცნობადობა, პროდუქციის პოზიციონირება და კატეგორიზაცია. კონსულტაციის ფარგლებში „ეი-სი-თის“ გუნდმა, სოციალურ საწარმო „ბაბალესთან“ ერთად შეიმუშავა იდეები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს პროდუქტების წარმოჩენის, რეალიზებისა და დისტრიბუციის საქმე. დაიწერა მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციის გეგმა და განისაზღვრა ბაზრის პრიორიტეტული სეგმენტი. პროექტის შედეგად სოციალური საწარმოს კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან, „ბაბალეს“ ცნობადობის და პროდუქტების პოზიციონირების მიმართულებით, უფრო ფოკუსირებული, ეფექტური და პროაქტიური გახდა, რაც მიღწეულია უფრო გასაგები და კონკრეტული გზავნილებით, რომლებიც ეხება როგორც ორგანიზაციას, ისე მის წარმოებულ პროდუქტს. ასევე, პროდუქციის მახასიათებლებს დაემატა ქართული სიმბოლიკა და უფრო მრავალფეროვანი გახდა რეალიზაციისა და დისტრიბუციის შესაძლებლობები.