გალფი

„გალფმა“ პრიორიტეტად საკალათბურთო სპორტის განვითარება აირჩია, რადგან დღესდღეობით ეს სპორტი საქართველოში ნაკლებად პოპულარულია და არც საამისო გარემო და ინფრასტრუქტურაა სათანადოდ განვითარებული. „გალფი“ მხარს უჭერს როგორც საბავშვო, ისე სამოყვარულო და პროფესიონალური კალათბურთის განვითარებას. ამისათვის კომპანიამ დაიწყო გარე საკალათბურთო კორტების მშენებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით და გახდა კალათბურთის სამოყვარულო ლიგის სპონსორი. კალათბურთის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა ზაზა ფაჩულიას მონაწილეობით ჩატარებულმა კამპანიამ „ეთამაშე ზაზას“. 2018 წლის ივლისში ექსპლუატაციაში შევიდა პირველი სტადიონი, რომელიც ზაზა ფაჩულიას სახელობისაა. 2020 წლამდე კომპანია კიდევ 10 სტადიონის აშენებას გეგმავს მთელი საქართველოს მასშტაბით. 2019 წლიდან „გალფი“ სუპერლიგის მონაწილე საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ სპონსორი გახდება.

„თითოეული ფინანსურად ძლიერი კომპანია და ბრენდი, რომელიც წარმატებასთან ასოცირდება, უნდა იაზრებდეს პასუხისმგებლობას იმ საზოგადოების წინაშე, რომელშიც მოღვაწეობს“. გიორგი დევაძე დირექტორი