ბაზალტ ფაიბერსი
კომპანია „ბაზალტ ფაიბერსმა“ 2018 წელს მიზნად დაისახა ქ. რუსთავში შეექმნა ახალი საზოგადოებრივი სივრცე და თან დახმარებოდა ახალგაზრდა თაობას და სტუდენტებს ჩართულიყვნენ პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში. საზოგადოებრივი სივრცე იქნება ურბანული ჰაბი, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს ჩაერთოს სოციალურ აქტივობებში. პროექტი ხორციელდება ქ. ბავარიის (გერმანია) არქიტექტორთა გაერთიანების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა (არქიტექტურის ფაკულტეტი) და რუსთავის მერიის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, რუსთავში ჩატარებული სამუშაო შეხვედრების შედეგად, საბჭომ შეარჩია ადგილი, რომლის შემდგომი განვითარების იდეები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ იმუშაონ ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში და ჟიურის იდეები 2019 წლის თებერვალში გააცნონ. კონკურსის მთავარი მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ურბანული ცენტრის კონცეფციის შექმნა და ამ პროცესში ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე მასალების გამოყენება.
„ბაზალტ ფაიბერსის პროდუქცია, ტექნოლოგიები და ბიზნესის კეთებისა და განვითარების მიდგომები მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადო სიკეთეზე დაფუძნებულ აქტივობებსა და მიდგომრებს“. ივერი ქუცნაშვილი გენერალური დირექტორი