ვისოლ ჯგუფი
კამპანიის ფარგლებში დღეისათვის 14 თემატური გარბენი ჩატარდა: „გარბენი მშვიდობისთვის“, „სილამაზის გარბენი“, „ირბინე ვარსკვლავებთან ერთად“, „საქველმოქმედო გარბენები“, „ღამის თბილისის გარბენი“, „ღამის ბათუმის გარბენი“, „ღვინის გზის გარბენი“, „სასკოლო გარბენები“ და ა.შ. თითოეული გარბენი სხვადასხვა სეგმენტზე იყო გათვლილი და აერთიანებდა სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანს. სირბილის გარდა, კამპანიის დროს გაიმართა ფეხბურთის ტურნირები, საერთაშორისო სპორტული კონფერენცია და კორპორაციული ჩემპიონატი ჭადრაკში კერძო ორგანიზაციებს შორის, სადაც 24-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გარდა, კამპანია ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის წარმოჩენას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ამ პროცესებში კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას. წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 3 გარბენის ჩატარება. კომპანია მომავალ წელსაც გეგმავს აქტივობების გაგრძელებას.