ფინკა ბანკი
„ფინკა ბანკის“ პარტნიორები არიან ფონდი „შპარკასე საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“. პროექტი რამდენიმე მსხვილ მიზნობრივ ჯგუფთან მუშაობას ითვალისწინებს: „ფინკა ბანკმა“, ფინანსების დაგეგმვისა და მართვის უნარების გაუმჯობესების მიზნით, 8-14 წლის ბავშვებისთვის შექმნა და სკოლებსა და ბიბლიოთეკებში დაარიგა 2000-ზე მეტი ინტერაქტიური წიგნი (ასევე შეიქმნა წიგნის აუდიოვერსია მცირემხედველი ბავშვებისთვის); ამ თემაზე ბანკის თანამშრომლები ატარებენ პრობონო ღია გაკვეთილებს; მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა კონკურსის ფარგლებში კომპანიამ გამარჯვებულებს 100-ზე მეტი საბავშვო დეპოზიტი (მინიმალური თანხით 200 ლ.) გადასცა.
ბანკი აქტიურად მუშაობს საკუთარი თანამშრომლების ფინანსური წიგნიერების გაზრდაზე, რათა მათ უკეთ შეძლონ მომხმარებლების ინფორმირება. კომპანია აგრეთვე ხელს უწყობს კლიენტებს – ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს – ბიზნესის განვითარებაში. პროექტის შედეგად წინ წამოიწია ფინანსური განათლების საკითხმა; გასამმაგდა მიზნობრივ სეგმენტებში დეპოზიტების რაოდენობა; ტრენინგების ციკლს დაესწრო 100-ზე მეტი ფერმერი და მცირე მეწარმე, რომელთაც უკვე გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფინანსების მართვისა და ბიზნესგადაწყვეტილებების გაუმჯობესების თვალსაზრისით; გაიზარდა ბანკის თანამშრომლების ლოიალობა.
„ფინკას იდეა და მისია სწორედ არის სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი. აიღო პასუხისმგებლობა, იზრუნო იმ რეგიონსა და მოქალაქეებზე, ვისთვისაც არის შენი ბიზნესი, ჩვენთვის უმთავრესია“. ვუსალ ვერდიევი აღმასრულებელი დირექტორი