ემ-ჯგუფი

2018 წელს M|group-ის მიერ განხორციელებული პროექტის მიზანი იყო მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ეჩუქებინა ერთი ლამაზი დღე. M|group-მა „ყვარლის ობოლთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაცვის ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, მზრუნველობამოკლებული ბავშვები ერთი დღით კურორტ „ყვარლის ტბაზე“ დაპატიჟა. ბავშვებმა დაათვალიერეს კურორტის ტერიტორია და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში: ისეირნეს ველოსიპედებით, კატერითა და წყლის ველოსიპედებით. ამოავლეს ჩურჩხელები, შეწვეს მწვადი, გამოაცხვეს პური.

M|group-ის პროექტ M|kids-ის დახმარებით ბავშვებმა გასინჯეს სხვადასხვა ტკბილეული და ნამცხვარი. კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ბავშვებთან ერთად ერთობოდნენ, თბილ და მეგობრულ გარემოს ქმნიდნენ, შესაბამისად, ღონისძიება აქტიურად გაშუქდა როგორც ონლაინ და ბეჭდური მედიით, ისე ტელევიზიით. ღონისძიების შედეგად ბავშვებმა მიიღეს სასიამოვნო ემოცია, რომელიც კარგ მოგონებად დარჩებათ. კომპანია შეეცდება კვლავაც გაიმეოროს ამ ტიპის ღონისძიებები.