ჰაიდელბერგცემენტი

პროექტის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და გერმანიის საელჩო საქართველოში. „თბილისიმარათონი“ სამ სხვადასხვა დისტანციის გარბენს მოიცავს, მათ შორის, ბავშვთა გარბენსაც. დისტანციაზე რეგისტრაციისას მონაწილეები იხდიან თანხას, რომელიც საქველმოქმედო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ბავშვებისთვის რეგისტრაცია უფასოა. „თბილისიმარათონის“ ორგანიზებისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 250000 ლარი იხარჯება. „ჰაიდელბერგცემენტი“ ყოველწლიურად ირჩევს ახალ ბენეფიციარს, რომელსაც გადასცემს მარათონით შეგროვებულ თანხას, რაც მოიცავს მონაწილეთა შეწირულობას და კომპანიისგან დამატებულ გაორმაგებულ თანხას. 2018 წელს მარათონში მონაწილეობა მიიღო 2500-მდე ზრდასრულმა და 500-მა ბავშვმა. წელს თბილისს საგანგებოდ მარათონისთვის ეწვია 54 ქვეყნის 433 წარმომადგენელი. წლევანდელ ბენეფიციარს, „პირველ ნაბიჯს“, 78280 ლარი გადაეცა – დარეგისტრირებული ადამიანებისგან შემოსული და „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ გაორმაგებული თანხის ჯამი.