ბაზისბანკი

„ბაზისბანკმა“ მრავალი წელია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პრიორიტეტად განათლების მხარდაჭერა აირჩია. ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვების/ახალგაზრდების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვა, რაც საბოლოოდ მათ დასაქმებას და თვითრეალიზაციას შეუწყობს ხელს. ბანკი მიზნობრივი სეგმენტის სწორად შერჩევისთვის თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან. სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ „ბაზისბანკში“ გაიარონ სტაჟირება, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში „ილიაუნის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული 10 აბიტურიენტი 2000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს იღებს, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის 5 სტუდენტი კი – 1000-ლარიან სემესტრულ სტიპენდიას. 2014 წლიდან „ბაზისბანკი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ახალგაზრდა მკვლევრებს გადასცემს პასკალის 3000-ლარიან პრემიას მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისათვის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაციის მიზნით, „ბაზისბანკმა“ 2017 წელს ითანამშრომლა 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლასთან. შეიქმნა სახელმძღვანელოები ბრაელის შრიფტით, რომლის გამოყენებითაც უსინათლო და მცირედმხედველი მოზარდები სწავლობენ კულინარიას.

„ბაზისბანკის უმთავრესი პრიორიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ქვეყანაში თანამედროვე განათლების ხელშეწყობა და ამ გზით ახალგაზრდების კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბებისათვის სასარგებლო გარემოს შექმნაა“. დავით ცაავა გენერალური დირექტორი